მედია – თავისუფლება თუ მორალური პასუხისმგებლობა?
პროექტის სახელი: 13 მარტის მოდელირებული ,,ქრონიკა “
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მოდელირებული ,,ქრონიკის “ კადრებს, საგაზეთო პუბლიკაციებს, ინტერნეტ–ფორუმების შედეგებს.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და ეცნობიან შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას; პროფესიული ქცევის კოდექსს, ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, მორალური პასუხისმგებლობის პრინციპებს. ეცნობიან ინტერნეტ–ფორუმებს, იღებენ ინტერვიუებს.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წწ.
ვადების ხანგრძლივობა:2010 წლის მარტიდან ნებისმიერი 2–3 კვირის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი კადრებისა და ინფორმაციის მოძიება, ინტერნეტ–გამოკითხვა, ინტერვიუების ჩაწერა; სურათების გადაღება; ინფორმაციის დამუშავება–დაგეგმარება; საინფორმაციო წყაროების გამორკვევა; ვებ–გვერდის გაკეთება. თანამშრომლობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერვიუს ჩაწერა გადაცემის ავტორთან, ცნობილ ჟურნალისტებთან; გაეცნობიან იურიდიული ვალდებულების ცნებებს, მორალური პასუხისმგებლობის პრინციპებს, შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, პრეზენტაციას, დისკუსიას, წერის კულტურას. მოახდენენ კლასიფიკაციას რა არის სარგებელი და რა ხარჯი; შეუწყობს ხელს აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგები: ბლოგები , ფოტოები; ვებ–გვერდი; სასკოლო გაზეთი;
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ჟურნალისტიკის საფუძვლებთან; სამართალმცოდნეობასთან; ეთიკასთან. პროექტი აძლევს საშუალებას პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ უსენაშვილი,139–ე სკოლის პედაგოგი.